სილიკაგელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:51, 16 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სილიკაგელი – (ლათ. silex (silicis) კაჟი და ფრანგ. gel სიბინძურე), მყარი ჰიდროფობული სორბენტი, მიკროფოროვანი სხეული, რომელიც მიიღება პოლისილიციუმმჟავას გაჯერებული ხსნარის გავარვარებით. გამოიყენება სპირტების, ვიტამინების გასაწმენდად (როგორც ადსორბენტი), აგრეთვე ჰაერის, ნახშირმჟავა გაზის, წყალბადის, ჟანგბადის, აზოტის, ქლორისა და სხვა სამრეწველო გაზების გასაშრობად.