საყელური (სამშენებლო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
05:06, 18 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყელური (სამშენებლო) – ბრტყელი რგოლის ფორმის საფენი (სადები) ქანჩის ან ჭანჭიკის თავის ქვეშ შესაერთებელ დეტალებზე ძალვების გადასანაწილებლად, აგრეთვე იცავს დეტალის ზედაპირს ქანჩის მოჭერისას და ზრდის საყრდენ ზედაპირს. ქანჩის თვითმოშვების თვიდან ასაცილებლად იყენებენ გაჭრილ ზამბარისებრ საყელურს (გროვერის საყელური), ვარსკვლავისებრ საყელურს გადასაკეცი ბოლოებით და სხვ.

დანიშნულების მიხედვით ცნობილია საყელურის სახეები: დროსელის, განმბჯენი, გაჭრილი, მაცენტრებელი, მამჭიდროებელი, მიმმართველი, მიმჭერი, მუშტა, კორპის, საკონტროლო, საყელური-სოგმანი, საჩერებელი, ფრიქციული, ქეჩის და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები