სპექტრული ანალიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანალიზი სპექტრული – ნივთიერების შედგენილობის თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრის ფიზიკური მეთოდი, რომელიც ემყარება ნივთიერების ოპტიკურ სპექტრს. ყველა ელემენტის ატომს აქვს ენერგეტიკული ტოლობის სპეციფიკური სისტემა, ამიტომ სხვადასხვა ელემენტის სპექტრები განსხვავებულია (სპექტრი – მოწესრიგებული გამოსხივება ტალღის სიგრძის მიხედვით). საშენი მასალების შესწავლის დროს ძირითადად გამოიყენება ინფრაწითელი სპექტროსკოპია, რომლის საფუძველია საკვლევი ნივთიერების დამოკიდებულება ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან ინფრაწითელ გარემოში.