ახნაზაროვი არტემ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:16, 19 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახნაზაროვი არტემ – (1866 – 1942), პოეტი, მთარგმნელი. ფსევდონიმები: ჩიორა, ორ-ანი, მანოელიძე, კენტი, დუშიკო, ალფა. დაიბადა თბილისში. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, რომელიც არ დაუმთავრებია, დათხოვნილ იქნა 1888 წელს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. 1885 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა ჟურნალ „თეატრში”, შემდეგ – გაზეთ „ივერიაში”. ამავე პერიოდიდან სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები სხვადასხვა გაზეთში, 1912 წელს კი გამოიცა მისი ლექსების კრებული, გარდა ამისა, თარგმნილი და გამოცემული აქვს პუშკინისა და ერშოვის პოეტური ნაწარმოებები. მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატში იურისტ-კონსულტანტად.