ბატონიშვილი დავით (1767-1819)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაგრატიონი დავით გიორგის ძე

ბაგრატიონი დავით გიორგის ძე (დავით ბატონიშვილი) – (1769 – 1819) ერეკლე II-ის შვილიშვილი და გიორგი XII-ის ვაჟი, ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე, ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი 1800-1801 წლებში და რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი დავით ბაგრატიონი 1767 წლის 1 ივლისს დაიბადა თბილისში. 1787-89 და 1795-1798 წლებში სწავლობდა და მსახურობდა რუსეთში. 1789 წელს მონაწილეობდა ყარსთან ბრძოლაში. 1798 წელს დავითმა, ძმასთან, იოანე ბატონიშვილთან ერთად აღწერა კახეთი და სომხეთი. 1800 წელს, მამის გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ დავითმა თავი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, მაგრამ ტახტის სხვა პრედენდენტები არ აღიარებდნენ მის მმართველობას. 1801 წელს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფოში ბაგრატიონების მმართველობა გაუქმდა. 1803 წლის 23 თებერვალს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იძულებით პეტერბურგში გადაასახლეს. რუსეთში იგი ძირითადად მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა. ქართულად თარგმნა მონტესკიეს „კანონთა სული“, რომელსაც დაურთო საკუთარი კომენტარები. დავით ბატონიშვილის მთავარ მხატვრულ ნაწარმოებს წარმოადგენს პატარა რომანი „ახალი შიხი“, რომელსაც ვოლტერის, რუსოს და გოეთეს ზეგავლენა ეტყობა და საყვარლებს შორის მიწერ-მოწერის ფორმითაა შედგენილი. წერდა ლექსებსაც (ელეგიურს, სატრფიალოს, სატირულს). სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა” შეავსო ახალი მასალით – დაუმატა სიტყვები რუსული, სომხური და თურქული განმარტებებით. მიიცვალა 1819 წლის 13 მაისს. დასაფლავებულია პეტერბურგია ალექსანდრე ნეველის სასაფლაოზე.

დუბეითი
რა შევიქენ სოფლისაგან
ესრეთ მწარედ განაწირი,
ამის გამო შესაწყალი
მოთქმით სვესა ჩემსა ვსტირი.
მთვარეს ბაკი გარს მოევლო,
ნისლთა შუა ირისებრი,
ღრუბლის ნაცვლად მორთულობით
ბნელსა დაეფარა პირი.
მას მივანდევ თავი ჩემი,
მით აღმეთქვა ფარვა ჩემი,
ნაცვლად კეთილშემთხვევისა,
მან შემიქმნა სევდა ხშირი.
ამაოა სიყვარული,
როს არ ექმნეს თანხმობითა,
ჩრდილის დევნით, ქარის პყრობით
ყარიბს მოედება ჭირი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები