ბესთაუთი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:56, 22 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბესთაუთი გიორგი − (1932 − 1978), პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა გოგიაანთკარში (გორი); 1957 წელს დაამთავრა თსუ. 1952 წლიდან აქვეყნებდა ლექსებს ქართულ და ოსურ ენებზე. არის შემდეგი კრებულების ავტორი: „სიცოცხლის სიხარული” (1962), „გული მართალი” (1964), „ღამე და დღე” (1966). ქართულ ენაზე თარგმნა კოსტა ხეთაგუროვის ლექსები და პოემა `სასაფლაოზე~, ოსურ ენაზე კი – „ვეფხისტყაოსანი”, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ირაკლი აბაშიძის ნაწარმოებები.