საძირკველი (ნაგებობის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რკინაბეტონის მონოლითური წერტილოვანი საძირკველი

საძირკველი – ნაგებობის მიწისქვეშა საყრდენი ნაწილი, რომელიც შენობის დატვირთვებს ფუძეს გადასცემს. საძირკველის გეომეტრიული ზომები და ჩაღრმავება დამოკიდებულია მოქმედი დატვირთვების სიდიდეზე, მშენებლობის რაიონსა და გრუნტის წინაღობაზე. გამოყენებული მასალის მიხედვით საძირკველი შეიძლება იყოს: ყორული წყობის, ბეტონის, ყორე-ბეტონის, რკინაბეტონის და ხის. ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საძირკველი მუდმივად წყლის დონის ქვევითაა. ჩაღრმავების სიდიდის მიხედვით – მცირე და ღრმა ჩაღრმავების; კონსტრუქციის მიხედვით – ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი (მონოლითური) და ხიმინჯოვანი; ფორმის მიხედვით – მართკუთხა, ტრაპეციული, საფეხურებიანი, არასიმეტრიული, წრიული; დამზადების მიხედვით – ასაწყობი და მონოლითური; მუშაობის მიხედვით – ხისტი და მოქნილი. არსებობს აგრეთვე გუმბათოვანი, გარსისებრი, გობისებრი, კესონური, ნაბურღნატენი და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები