გაბისონია იმედო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაბისონია იმედო − (1946 – 2012), პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ კურზუში (მარტვილი). სწავლობდა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ქუთაისში, აქტიურად იყო ჩართული ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. შემდეგ მოღვაწეობა მარტვილში განაგრძო. მისი ლექსები იბეჭდებოდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაზეთების „ჭყონდიდისა“ და „მარტვილის“ რედაქციებთან. ავტორია პოეტური კრებულებისა :„თენდება ისევ“ (1979 ), „ვყიდი სიცოცხლეს“ (2002) და სხვ. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა სრული კრებული „ლექსები“ (2013) და „პუბლიცისტური წერილები“ (2014).
- * * *
- ისევ ღამდება, თენდება ისევ,
- ეს ორი ფერი არის მარადი.
- მახსოვს, ოდესღაც მეზობლის გოგოს
- მზისა და მთვარის ფერით ვხატავდი
- და იყო რაღაც, სურვილზე მეტი,
- იმის სახელი არ ვიცი კარგად.
- ადგა და ჩუმად გათხოვდა მერე,
- ნეტავ, რად ვყვები ახლა ამ ამბავს....