გაბრიჩიძე ნელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:19, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაბრიჩიძე ნელი − (1937 − 2005), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1955 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „მზეზე ამოსვლა”, „გამოდარება”, „თეთრი გვირილა”, „კოჯრის იები”, „ჭრელი გორგალი”, „გადასახედი”. ნელი გაბრიჩიძემ რამდენიმე კრებული მიუძღვნა ბავშვებსაც.
- კოჯრის იები
- იქნებ სიმღერის დამთავრდა ჟამი,
- მაისს ამაოდ ვეალერსები,
- და დაფარული ყვითელი შლამით
- ფსკერს ეხებიან ჩემი ლექსები.
- ქარში მიხმობენ იები კოჯრის,
- თუ ბეთანიის თეთრი თაღები,
- ამდევნებია რითმები კოჭლი,
- და თითქოს გული მეთანაღრება...
- ის შარშანდელი ფოთლები გახმა,
- და თვალწინ ჩუმი სევდა მინთია,
- რომ ისევ მთაა სხვა მთების გაღმა
- და ყველაფერი პირობითია.
- და სულ ერთია, სად გაშლი აფრას,
- ღრუბელს დასტოვებ გზაზე თუ შროშანს,
- ბოლოსდაბოლოს ოთხკუთხედ საფლავს
- დაფარავს მწვანე ბალახის დროშა...
- იქნებ სიმღერის დამთავრდა ჟამი,
- მტკვარს სულ ამაოდ ვეალერსები,
- და დაფარული ფიქრით და შლამით
- მიწაზე ყრია ჩემი ლექსები.