ბიბლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:18, 7 თებერვალი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიბლია - (ბერძ.) – „წიგნთა კრებული, ბიბლიო - ერთი წიგნი“. ბიბლია იყოფა ძველ და ახალ აღთქმებად. ძველ აღთქმაში სიტყვა „ბიბლია“ არსადაა ნახსენები. იგი გაჩნდა III საუკუნიდან. ბიბლიის დაყოფა თავებად XII საუკუნეში ინგლისელმა კარდინალმა სტეფანე ლანგტონმა დაამკვიდრა, ხოლო მუხლებად - XVI საუკუნის მბეჭდავმა რობერტ ესტიენმა. ბიბლიაში სულ 78 წიგნია, აქედან 51 ძვ. აღთქმაშია, 27 - ახალ აღთქმაში. ბიბლიის წიგნები იყოფა კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებად. კანონიკურად ითვლება ის, რომელიც აღიარებულია სულიწმიდის შთაგონებით დაწერილად. არსებობს ე.წ. „მეორედ კანონიკური წიგნებიც“ ანუ საეჭვო წიგნები. მეორედ კანონიკურ წიგნებად მიჩნეულია წიგნები ტობითის, ივდითის, სიბრძნე სოლომონისი, სიბრძნე ზირაქისი, ბარუქ წინასწარმეტყველი, I და II მაკაბელთა, ნაწყვეტები დანიელ წინასწარმეტყველისა (III – 24-90; 13; 14) და ესთერის (X–4, XVI–24).

წმიდა მამათა განმარტებით ძველი აღთქმა მოიცავს ძალიან დიდ მონაკვეთს: ქვეყნიერების შექმნიდან ქრისტეს შობამდე, ხოლო ახალი აღთქმა - ქრისტეს შობიდან ამაღლებითა და სულთმოფენობის ჩათვლით, მასში შედის ისტორიული ნაწილი „საქმე მოციქულთა“, მოციქულთა ქადაგებანი და საწინასწამეტყველო წიგნი „აპოკალიფსი“. წმიდა მამათა აზრით, ძველ აღთქმას უწოდებენ წინასწარმეტყველებას ახალი აღთქმისას, ხოლო ახ. აღთქმას - ძველი აღთქმის აღსრულებას.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები