ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - VIII-IX საუკუნეები გარდამავალი ხანის დამახასიათებელი სამნავიანი ბაზილიკა კახეთში, ახმეტის რაიონში. მდებარეობს მთაზე, სოფელ ზემო ალვანის მახლობლად. იქვე დგას ცხრაკარას სასახლე, XVI ს-ში აგებული კახთა მეფის ლეონის მიერ, ხოლო ზედ ეკლესიის სამხრეთით XVI საუკუნისავე სამრეკლო აქვს მიშენებული.
როდესაც ეკლესიის გეგმას ვეცნობით, უპირველეს ყოვლისა, ყურადდებას იპყრობს მისი სიგრძე-სიგანის შეფარდება: გარედან იგი თითქმის კვადრატულია (1,18:1) შიგნით კი, საკურთსევლის ნაწილის გამოკლებით, სიგანე სჭარბობს კიდეც სიგრმეს. თუ ვაზისუბანში შუა ნავის სიგრძე სამჯერ მეტია, ვიდრე მისივე სიგანე, აქ ეს შეფარდებაა 2,16:1; ასევე ვაზისუბანში შუა ნავის სიგანე სამჯერ და მეტად აღემატება გვერდის ნავებისას, რომლებიც, არსებითად, დამოუკიდებლობას მოკლებული, ვიწრო და გრძელი სათავსებია. ნათლისმცემლის ეკლესიის გვერდის ნავების სიგანე შუა ნავის სიგანის ნახევარს აღწევს, ისინი გარკვეულად ჩამოყალიბებული სივრცის თაბეჭდილებას ქმნიან. ამგვარად, ამ მსრივ ნათლისმცემლის ეკლესია უფრო ახლოა აშხანის ბაზილიკასთან.
ნავებს შორის ორ-ორი ჯვაროვანი გეგმის მქონე მასიური ბოძია, ე. ი. სამ-სამი მალი, ნახევარწრიული თადებით. კვადრატული, უაფსიდო პასტოფორიები მხოლოდ ნავებს უკავშირდება. შესასვლელი ერთია, სამსრეთიდან, სწორედ შუა მალების პირდაპირ, რაც აგრეთვე ანელებს ეკლესიაში შემსვლელისთვის სიგრძივობის შთაბეჭდილებას, პირიქით, ცენტრალური სივრცის იერს ანიჭებს ინტერიერს. შუა ნავის კამარა ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა, მაგრამ მისი ფორმა დამახინჯებულია, ალბათ, გვიანდელი გადაკეთების წყალობით - ახლა ნამდვილი კამარის ნაცვლად ორი სიბრტყეა, ერთმანეთთან კუთხით შეერთებული; გვერდის ნავების კამარები სხმულია, „მცოცავი“ მოხაზულობისა, საბჯენი თადების გარეშე. საშენი მასალა ორგვარია - კასეთისთვის ტრადიციული რიყის ქვა და აგური (ბოძები და თადები).
XVI ს-ში, ლეონ მეფის დროს, ეკლესია შეაკეთეს, შუა ნავი მოხატეს (დარჩენილია თვით ლეონის პორტრეტი დასავლეთ კედელზე; ლეონს, ქტიტორების წესისამებრ, ხელთ ეკლესიის მოდელი უჭირავს, თუმცა იგი მხოლოდ აღმდგენი, „მეორედ მაშენებელი“ იყო, და არა მაშენებელი), ჩადგეს მოხატული კანკელი, მიაშენეს სამრეკლო. არც შიგნით და არც ფასადებზე ეკლესიას სხვა რაიმე თავდაპირველი სამკაული არ გააჩნია. გარედან ეს საკმაოდ ამორფული, მძიმე მასაა, მით უფრო რომ შუა ნავი სიმაღლით მაინცდამაინც არ გამოიყოფა გვერდის ნავებისგან.
წყარო
- ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია / ვახტანგ ბერიძე; რედ. დიმიტრი თუმანიშვილი ; საქ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინ., გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი. - თბილისი : გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი, 2014.
- საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი