დვალაძე ბააკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:09, 28 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დვალაძე ბააკა – (XVII საუკუნე), XVII საუკუნის პირველი ნახევრის სახალხო მელექსე; მოხსენიებული ჰყავს არჩილ მეფეს „რუსთაველისა და თეიმურაზის გაბაასებაში”(მწერლობას უწუნებს, შოთას ვერ წაჰბაძაო); ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, დვალიძეს უნდა ეკუთვნოდეს „ცხენის ლექსი”.