(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფიცრების შემჭიდროება: 1-ბრტყელი ჯიფთით (პირმიდგმით); 2-მეოთხედით; 3-ძელაკით; 4-ღარითა და ქიმით; 5-ღარითა და სამკუთხა ქიმით; 6-კოტათი
ფიცრების შემჭიდროება – ფიცრების (ძელების) შეერთება სიგანეში (ნაწიბურებით) წებოს ან მაკავშირებლების გამოყენებით. გამოიყენება ფარების დასამზადებლად, სათავსის ჭერისა და იატაკის მოსაწყობად, კედლებისა და ტიხრების მოსაპირკეთებლად და სხვა.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი