ერისთავი დიმიტრი (მწერალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:30, 1 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი დიმიტრი – (1859 – 1925), დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი. ექიმი, პოეტი, პროზაიკოსი, „ივერიის თანამ- შრომელი”, თხზულებებს ბეჭდავდა მოამბეშიც.


ფაზელის გარდაცვალების გამო
წვალებით განვლე გზა ცხოვრებისა,
ეკლებით სავსე, ცრემლით მორწყული,
ბედნიერების სხივსა მცირედსა
არ გაუთბია ბედ-კრული გული...
მაგრამ შენ მაინც არ უღალატე
შენს აღთქმულ აზრთა, წმინდასა ალამს,
და სამშობლოის, მოძმის სიყვარულს
ამსახურებდი ნიჭიერ კალამს.
და თვით მაშინც-კი, როს ულმობელი
სიკვდილი ტანჯულს სულს გაშორებდა,
წყევის წილ ლოცვა-კურთხევის სიტყვებს
ენა უღონოდ იმეორებდა:
„შეუნდე, ღმერთო! მათ არ უწყიან,
რასა შვრებიან, რადა მტანჯავენ;
ხალხი ბავშვია, გვიან მიხვდება, –
შეცდომას ბოლოს დაინახავენ”.
იყავ უშფოთველ უშფოთველს ძილში,
შვილო რჩეულო ტკბილ ხმათა ღმერთის,
მივხვდით, თუმც გვიან, რაცა იყავი,
და ძალას შენის ჩანგისა ჟღერის.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები