ერისთავი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი რევაზ –(1827 – 1899), მთარგმნელი, პოეტი. დაიბადა სოფელ ოძისში (დუშეთი). XIX ს 50-60-იან წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან”. პოპულარული იყო მისი ლექსები „ბიძაჩემს ყაფლანს” და „ყაფლან ორბელიანს”. რევაზ ერისთავმა თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, ჟუკოვსკის ნაწარმოებები. კოზლოვის პოემის „შეშლილის” ერისთავისეული თარგმანი მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ („ცისკარი”, 1861, #4), რითაც დაიწყო „მამებისა” და „შვილების” ბრძოლა. რევაზ ერისთავის წერილს „პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა” („ცისკარი”, 1861, #5) ილია ჭავჭავაძე გამოეხმაურა „პასუხით”(„ცისკარი”, 1861, #6).


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები