დინამოს ფოლადი (ფოლადი ელექტროტექნიკური, ფოლადი სატრანსფორმატორო, ფოლადი სილიციუმიანი ელექტროტექნიკური) – რკინისა და სილიციუმის შენადნობი, ზოგჯერ ალუმინით ლეგირებული. მზადდება თხელი ფურცლების სახით სისქით 0,05-2 მმ. გამოირჩევა ფერომაგნიტური თვისებებით.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი