ანგელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანგელოზი - (ბერძ.) მაცნე, მახარებელი ბიბლიური სწავლებით, ანგელოზები ღვთის მიერ შექმნილი უსხეულო ზებუნებრივი არსებებია.

ამ სულთაგან ზოგიერთები, სატანისაგან ცდუნებულნი, ღმერთს აუმხედრდნენ და იქცნენ წყვდიადის ანგელოზებად - ეშმაკებად. ღმერთის ერთგულმა ანგელოზებმა კი მისგან მიიღეს განღმრთობა. მათი მეშვეობით ღმერთი ამცნობს ადამიანებს თავის ნებას.

ღვთისმეტყველი დიონისე არეოპაგელი თავის ტრაქტატში „ციური იერარქიის შესახებ“ - აღწერს ანგელოზთა სამ იერარქიას, რომელთაგან თითოეული იყოფა სამ ხარისხად. პირველი უმაღლესი იერარქია შესდგება სერაბიმთა, ქერუბიმთა და საყდართაგან, მეორე - უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათაგან, მესამე - საწყისთა, მთავარანგელოზთა და ანგელოზთაგან.

ორთოდოქსული ქრისტიანული ტრადიცია სახელით მოიხსენიებს ცხრა მთავარანგელოზს: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სელაფიელი, ეგუდიელი, ვარაქიელი, იერომიელი, ტახნილი.

ღმერთი ყოველ ადამიანს დაბადებისთანავე მიუჩენს მფარველ ანგელოზს, შემწედ კეთილ საქმეებში. (მთავარანგელოზები)



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები