ზაალიშვილი ზაალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:09, 4 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაალიშვილი ზაალ − XIX საუკუნის დამდეგის მოღვაწე, ავტორი ცნობილი ლექსისა − „ტფილისო დედაქალაქო”, იგი უფრო ხელნაწერთა გადამნუსხველად არის ცნობილი; მას შემდეგი ანდერძის დართვით გადაუნუსხავს სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი:


* * *
ლექსიკონი გარმოვსწერე,
შრომა ვსწიე არა მცირე,
დიდი ღვაწლით ძვილ ვიძიე,
ნინ მახვილი განვიგმირე;
აღმოკითხვით მით დავსტკბები,
სოფელშიგან ვიყო ვირე,
მე ზაალი ზურაბის ძე
ზაალოვი ყოველთ მცირე.
ნუ მოწივნებთ ამა ლექსსა,
რომ არ არის პეტრიწულად,
უსწავლელის კაცისაგან
შეირაცხვის რიტორულად.
ჯოგის ძაღლის კურდღლის განდრკას
მიაწერენ კეთილ მკულად,
ნურვინ დაგმობს ამისთვისა,
რადგანც ეს არს ჩემგან თხზულად.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები