არიან-ქართლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არიან ქართლი - ამ სამეფოზე საუბარია მეუფე ანანიას საეკლესიო წიგნებში, როგორც საქართველოს ეკლესიის ისტორიის პირველ ნაწილში, ასევე წიგნში, რომლის სრული სათაურია: „ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე“. მას ასევე დიდი ადგილი უჭირავს ქართულ მატიანეებში: „მოქცევაჲ ქართლისაჲ და „ქართლის ცხოვრება“. საკმაო ყურადღებას უთმობს ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლის პირველი ტომიც (იხ.1964 წ. გამოც. გვ. 81)

ძალიან საინტერესოა არიან ქართლის დაარსების ისტორია, რომელსაც მეუფე ანანია VI-V საუკუნეების მრავალ სახელგანთქმულ ისტორიკოსთა და იერემია წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველების დამოწმებით ასე მოგვითხრობს: ქრისტეს შობამდე 800 წელს კოლხეთს შემოესია ჩრდილო კავკასიის იქითა სტეპების ძალზე ძლიერი ხალხი - კიმირიელები, რომელთაც გაანადგურეს რა კოლხეთი და გზა გააგრძელეს სამხრეთისაკენ, სხვა დაპყრობილ ხალხთან ერთად თან გაიყოლეს კოლხებიც. კიმირიელები ისრაელის მთებამდეც მისულან და დაუპყრიათ ისრაელი. კოლხეთის სამხედრო არისტოკრატიას ძალიან გამოუჩენია თავი და მათ აქ შეუქმნიათ ქართული სამეფო, რომელსაც უძველესი ქართულ-ისტორიული წყარო „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ „არიან ქართლს“ უწოდებს, ხოლო უცხოელები კი მას ძველ იბერიად მოიხსენიებენ.

ამ სამეფოს მეფის ძე იყო აზონი ანუ აზო, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელმა ქართლის დაპყრობის შემდეგ ქართლის მმართველად დატოვა.

არიან-ქართლის პრობლემას სხვადასხვა დროის მრავალი მკვლევარი შეეხო, მაგრამ სათანადოდ გაშუქებული მაინც არ არის. აზრთა სხვადასვხაობას განსაკუთრებით სახელის – „არიანის“ რაობა იწვევს. ზოგი მკვლევარი მას აზოს მამის სახელად მიიჩნევს, ზოგი – ქვეყნისა და მის მცხოვრებთა სახელის მსაზღვრელად. საცილობელია არიან-ქართლის ლოკალოზაციის საკითხიც. მართალია, ყველა მკვლევარის აზრით, იგი კავკასიის სამხრეთით მდებარეობდა, მაგრამ კერძოდ სად, დადგენილი არ არის. ამ საკითხის შესახებ არსებულ მოსაზრებათა შორის განსაკუთრებით საგულისხმოა ორი აზრი: აკადემიკოსი ს. ჯანაშია თვლის, რომ არიან-ქართლი „წარმოადგენს მოგონებას ჰარი ქვეყნის, როგორც ქართველთა უძველესი საცხოვრისის შესახებ. რეალურად აქ შესაძლებელია იგულისხმებოდეს როგორც მიტანი, ისე ურარტუც, ვანის ტბის მიდამოები, რადგანაც ჰარი ქვეყანა შეიცავდა ერთსაც და მეორესაც“ (შრომები, ტ. 2, გვ. 70).

გ. მელიქიშვილის აზრით, არიან-ქართლი უნდა იყოს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი კუთხე, რომელიც ერთ დროს აქემენიდთა ირანის საბრძანებელში შედიოდა და რომელსაც უფრო ჩრდილოეთით მოსახლე ქართველები არიან-ქართლს ანუ ირანის ქართლს უწოდებდნენ.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები