ფორფეიტინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფორფეიტინგი (ინგლ. forfeiting < forfeit გადახდა, ვალის გასტუმრება) – ფინანსური აგენტის მიერ კრედიტორის წინაშე მსესხებლის ფინანსური ვალდებულების შესყიდვის ოპერაცია. ფორფეიტინგის, როგორც სავაჭრო გარიგების ფინანსირების ოპერაციის არსი – ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა რისკების გადასვლა ფორფეიტერთან, გამყიდველზე უკუქცევის უფლების გარეშე. ფორფეიტერული ოპერაციების ძირითადი ობიექტებია მარტივი და გადასაპირებელი თამასუქები. არსებობს ფორფეიტერული ფასიანი ქაღალდების მეორეული ბაზარი.