საჭმელი ტრიუფელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჭმელი ტრიუფელი
Tuber aestivum Vitt
Трюфель летний
ნაყოფსხეული – მიწისქვეშაა, 3-10 სმ დიამეტრისა, კარტოფილის ტუბერისებრი ფორმისაა, ზედაპირზე ახასიათებს მეჭეჭისებური წარმონაქმნები; ყავისფერ-შავია.
რბილობი ჯერ თეთრია ან ნაცრისფერი, შემდეგ კი – მურა თეთრი ჩანართებით.
სპორები 45X17-30 მკმ. სპორების მტვერი –- მუქყავისფერი; ჩანართები 5-სპორიანია, ცილინდრული.
იზრდება ნიადაგში ზედაპირულად ფოთლოვან ტყეში.
ითვლება ძვირფას საჭმელ სოკოდ, საქართველოსთვის იშვიათი სოკოა.