იარღანაშვილი იოსებ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:47, 9 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იარღანაშვილი იოსებ (1971), ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა ქუთაისში. 1993 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მეორად პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. 1988-1993 წლებში გამოცემული აქვს წიგნები: „საზღაური” (1997), „ცვალებადი მოღრუბლულობა” (2006), „ბუტერბროდი” (2008), „სარკის პოლკოვნიკი”, „ცრემლის ნამცხვარი”... და სხვა. მისი ნაწარმოებები ქვეყნდება ქალაქისა და რესპუბლიკურ ჟურნალ−გაზეთებში.
- ვახტანგ ჯავახაძეს
- გაწვიმდა – ციდან დაეშვა დელგმა –
- ქალაქი შეკრთა წვეთების შვავში...
- და სველი ქუჩის კუთხეში დადგა
- სიმშრალე, როგორც დასჯილი ბავშვი...
- მხრებში მოხრილი სილუეტები
- ბრაზობდნენ ღრუბლით დახურულ სახლზე
- და გულისცემას უწყობდნენ ნახტომს
- გუბეზე – წვიმის დადებულ ნაღმზე...
- ფანჯრის მინაზე მიდებულ შუბლებს
- ემძიმებოდათ ცრუ ბედისწერა...
- ვერ ეწეოდა გაფრენილ ფიქრებს
- წვიმის წვეთებში გაჩრილი მზერა...
- ერთფეროვანი მრუმე სისველე
- ხდებოდა დროზე უფრო უხეში...
- კრამიტს სწვდებოდა ღრუბელი ისევ,
- ბავშვი ჯერ ისევ იდგა კუთხეში..