აბედა ყვითელი
ყვითელი აბედა (ლათ. Laetiporus sulphureus (Bull. Ex Fr.) Bond. Et. Sing რუს. Трутовик серно-жёлтый)
ნაყოფსხეული – 10-40 სმ დიამეტრისაა და 1–4 სმ სისქისა, ნახევარწრისებრი ნარინჯისფერი ან გოგირდოვან-ყვითელია, ხშირად ვარდისფერი ელფერით, შემდეგ უფერულდება ღია – მოყვითალომდე. ფორების შრე გოგირდოვან–ყვითელია.
რბილობი – რბილია, ხორცოვანი, მოყვითალო-მოთეთრო.
სპორები – 5-7X3,5-5 მკმ ფართო ელიფსისებრია, სადა; სპორების მტვერი – ღია ყვითელი.
იზრდება – ფოთლოვან, იშვიათად წიწვიან ხეებზე ზაფხულ-შემოდგომით; იწვევს მერქნის ლპობას. საჭმელად მხოლოდ ნორჩობაში იხმარება, რადგან ზრდასრული სოკოების ნაყოფსხეული გახევებულია. ძველად საქართველოში ნამდვილი აბედა სოკოსაგან – Fomes fomentarius – აბედს ამზადებდნენ, რომელიც გამოიყენებოდა ცეცხლის დასანთებად (კვეს-აბედი).