წითელი საჩეჩელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წითელი საჩეჩელა (ლათ. Ramaria botrytis (Fr.) Rick. რუს. Рогатик грздевидный)
ნაყოფსხეული – პატარა ბუჩქს ჩამოჰგავს, ტოტები მჭიდროდაა განწყობილი ერთმანეთის მიმართ, მოკლეა და სქელი, მიმართულია ზევით, მოთეთროა; ტოტების წვეროები დაკბილულია; მოვარდისფრო-მოწითალოა. ფეხი – თეთრია, ზოგჯერ მოვარდისფრო. რბილობი – მოთეთროა. სპორები – ელიფსურია, 8-10X4მკმ. იზრდება ერთეულებად წიწვიან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად გამოიყენება ახალი.