ღაჟაჟო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:26, 11 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ghajhajho.PNG

ღაჟაჟო (ლათ. Sparassis crispa (Fr.) Fr. რუს. Спарасик курчавый)

ნაყოფსხეული – მომრგვალოა, 10-60 სმ დიამეტრისა და მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს თავს, ზოგიერთი ეგზემპლარის წონა 1-2 კგ-ს აღწევს, მთლიანად თეთრია ან მოყვითალო; დატოტვილი, ტოტები ბრტყელია 2-5 სმ სიგანისა, დახუჭუჭებულია, მყიფე. ფეხი – თეთრია, შემდეგ მუქდება, მაგარია, ფესვისებურად წაგრძელებული.

სპორები – ელიფსისებურია, გლუვი ზედაპირით, 6-7X3-4 მკმ. სპორების მტვერი მოყვითალოა.

იზრდება ნიადაგზე წიწვიან ტყეში ზაფხულ–შემოდგომით.

საჭმელად გამოიყენება ახალი.

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები