ყურის წვეთების გამოყენების წესები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:01, 13 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყურის წვეთების გამოყენების წესები — წვეთებს ვიყენებთ როგორც გარეთა, ასევე შუა ყურის პათოლოგიების დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს გარეთა და შუა ყურისთვის სპეციალურად განკუთვნილი წვეთები. გარეთა სასმენი მილის წვეთები, როგორც წესი, შუა ყურში მოხვედრისას, ტოქსიკურ მოქმედებას ახდენს შიდა ყურზე. ამიტომ არასდროს არ შეიძლება დავნიშნოთ გარეთა სასმენი მილის სამკურნალო წვეთები პერფორირებულ დაფის აპკზე.

ზოგიერთი წვეთი განკუთვნილია გარეთა სასმენი მილის საცობის დასარბილებლად და მათი დანიშვნა შესაძლებელია დაფის აპკის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაშიც, მაგალითად, Boracid.

გამოყენების წესები: სასურველია პაციენტი იწვეს ან გადახაროს თავი ისე, რომ ყურის მდებარეობა ჰორიზონტალური იყოს.

სასურველია წვეთები ყურის ნიჟარას დავაწვეთოთ და დაველოდოთ მათ გარეთა სასმენ მილში ჩასვლას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: სასურველია, რომ ხსნარი გავათბოთ სხეულის ტემპერატურამდე, რაც წამლის ხელში დაჭერით ხორციელდება. ამით პაციენტი თავიდან აიცილებს ხელოვნური ვერტიგოს შემთხვევებს.

ყურის წვეთები შესაძლოა დავყოთ რამდენიმე ჯგუფად:

  • საცობის დამარბილებელი წვეთები (Boracid, H2O2, სოდიანი წყალი);
  • გარეთა სასმენი მილის ანთების დროს გამოსაყენებელი წვეთები (Polydexa, Neladex);
  • გარეთა და შუა ყურის ანთების დროს დასანიშნი წვეთები, როდესაც დაფის აპკი დარღვეულია (Otofa);
  • ტკივილგამაყუჩებელი წვეთები (Otipax);
  • ქრონიკული ოტიტების დროს ინიშნება ანტიბიოტიკი სტეროიდთან ერთად (Levoximed, Floximed, Medexol);
NOTA BENE

არ შეიძლება:

  • წვეთების სისტემატურად გამოყენება ყურის ნებისმიერი დაავადების დროს;
  • წვეთებით მკურნალობა მშრალ პერფორაციაზე, რათა ყური ინფექციისაგან დავიცვათ;
  • ოტოტოქსიკური წვეთების დანიშვნა ღია დაფის აპკის შემთხვევაში;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები