ადონაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:50, 14 თებერვალი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ადონაი - (ებრ.) „უფალო ჩემო“. ღმრთის საზოგადო მიმართვა-მოხმობა (დაბ. 15:2.8; 18:3.27, შმდ.; 19:18) და სახელი (ეს. 6:1). ბაბილონის ტყვეობის შემდეგ მან შეცვალა წმიდა ტექსტებში იაჰვეს (Jhwh) სახელი, რომლის წარმოთქმაც შეუძლებელი იყო. სახელ ჟჰწჰ-ს თანხმოვანთა შორის სიტყვა „ადონაი“-ს ხმოვანთა ჩასმის შედეგად (= JaHo WaH) წარმოიქმნა შუა საუკუნეებში გავრცელებული მცდარი გამოთქმა იეჰოვა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის,-თბილისი 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“