არყის სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:00, 15 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არყის სოკო (ლათ. Piptorus betulinus (Fr.) Kaust. რუს.Трутовик березовый)
ნაყოფსხეული – ბალიშის ფორმისაა ან წაგრძელებულია, 20 სმ-მდე დიამეტრისა; ჯერ მოთეთროა, შემდეგ – მოყვითალო ღია მურამდე. მილები მსხვილია, სქელგარსიანი. გამხმარ ნაყოფსხეულს კორპისებური აგებულებ აქვს.
სპორები ცილინდრულია, მოხრილი, უფერული 4,5-6X1.25-1.4 მკმ.
იზრდება გამხმარ, იშვიათად ცოცხალ არყის ხეზე.
საჭმელად უვარგისია. წარსულში საქართველოს მოსახლეობა გამხმარი არყის სოკოსაგან სათამაშო ბურთებს თლიდა.