გაზაფხულის მანჭკვალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:05, 15 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაზაფხულის მანჭკვალა (ლათ. Collybia dryophila (Fr.) Kumm. რუს. Опёнок весенний)
ქუდი – 3-6 სმ დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ ბრტყელი, წაბლისფერი, მოყვითალო-ყავისფერი ან უფრო ღია ფერისა. ფირფიტები ხშირი, მოთეთრო ან მოყვითალოა.
ფეხი – 4-8 სმ სიგრძისა და 0,2-0,5 სმ სისქისაა, ქუდის ფერია.
სპორები – კვერცხისებრ-მსხლისებრია, უფერული, 5-6X2-3 მკმ.
იზრდება დამპალ ხეებზე, დამპალ ფოთლებსა და წიწვებზე. გაზაფხულ-შემოდგომით.
საჭმელად გამოიყენება ახალი და დამუჟუჟებული.