თითისტარა კოლიბია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:35, 15 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თითისტარა კოლიბია (ლათ. Collybia fusipes (Fr.) Quel რუს. Коллибия веретеноногия)
ქუდი – 10 სმ დიამეტრისაა, ბრტყლად ამოზნექილი, ბორცვაკით, რადიალურად დახეთქილი, მშრალი ზედაპირით, მოწითალო-მურა ან მოყვითალო-ყავისფერია. ფირფიტები ჯერ შეზრდილია, შემდეგ – თავისუფალი, მეჩხერი, განიერი, სქელი, ხშირად ბადისებრი, მოთეთრო-მოვარდისფრო ლაქებით.
ფეხი – 8-12 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, თითისტარისებრია, ძირისკეს დაწვრილებული და ფესვისებურად წაგრძელებული, დაგრეხილი, ხრტილოვანი, სიგრძივ ქერცლოვან-ხორკლებიანი, ქუდისფერია.
სპორები – ელიფსისებრი, უფერული, 4-6X-4,5 მკმ.
იზრდება დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით მუხაზე ზაფხულ-შემოოდგომით. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ქუდი, ახალი და დამუჟუჟებული.