მინდვრის სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:53, 15 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მინდვრის სოკო (ლათ. Clitosybe nebularis (Fr.) Kumm. რუს. Говорушка серая)
ქუდი – 7-15 სმ დიამეტრისაა, ბალიშისებრი, ხორცოვანი; ზედაპირი ჯერ ფქვილისებრი ნაფიფქითაა, შემდეგ ტიტველი, ნორჩობაში შეკეცილი კიდეებით, შემდეგ – რამდენადმე გაშლილი, ღია ნაცრისფერია ან ნაცრისფერ-ყავისფერი. ფირფიტები შეზრდილი ან ოდნავ დაღმავალი, მოთეთრო.
ფეხი – 6-10 სმ სიგრძისა და 1.5-3 სმ სისქისაა, ძირში ბოლქვისებურად გამსხვილებული, მოთეთროა.
რბილობი – მოთეთრო, ფქვილის სასიამოვნო სუნით.
სპორები – ელიფსისებრი, უფერული, 6-8X3-4 მკმ, სპორების მტვერი ღია ლიმონისფერია.
იზრდება ნიადაგზე – მინდვრებზე, საძოვრებზე და ტყისპირებში, ზაფხულ-შემოდგომით. ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“.
საჭმელად გამოიყენება ახალი, წინასწარ გათუთქვის შემდეგ.