ღაჟაჟო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:21, 15 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღაჟაჟო (ლათ. Sparassis crispa (Fr.) Fr. რუს. Спарасик курчавый)
ნაყოფსხეული – მომრგვალოა, 10-60 სმ დიამეტრისა და მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს თავს, ზოგიერთი ეგზემპლარის წონა 1-2 კგ-ს აღწევს, მთლიანად თეთრია ან მოყვითალო; დატოტვილი, ტოტები ბრტყელია 2-5 სმ სიგანისა, დახუჭუჭებულია, მყიფე.
ფეხი – თეთრია, შემდეგ მუქდება, მაგარია, ფესვისებურად წაგრძელებული.
სპორები – ელიფსისებურია, გლუვი ზედაპირით, 6-7X3-4 მკმ. სპორების მტვერი მოყვითალოა.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან ტყეში ზაფხულ–შემოდგომით.
საჭმელად გამოიყენება ახალი.