ყვითელი ბილწა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:24, 15 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yvitelibilwa.PNG

ყვითელი ბილწა სოკო (ლათ. Amanita gemmate (Fr.) Gill. რუს. Мухомор ярко-жёлтый)

ქუდი – 3-10 სმ–მდე დიამეტრისაა, ლიმონისფერი მოყვითალო ან თეთრი, ზოგჯერ შუაში მურა ან მოლურჯო ფერი გადაკრავს, კიდეები დაღარულ-ზოლიანია, ზედაპირზე ახასიათებს საერთო საბურველის ნარჩენები, თეთრი ფიფქების სახით. ფირფიტები თეთრია.

ფეხი – 5-12 სმ სიგრძისაა და 0,8-2 სმ სისქისა, მოთეთროა, ბოჭკოვანი ან სადა ზედაპირით, ძირში გამსხვილებულია და ჩამჯდარია თეთრ, საერთო საბურვლის ნარჩენში, ფეხზე განვითარებული აქვს თეთრი საყელო, რომელიც ზოგჯერ სწრაფად ქრება.

სპორები – ელიფსისებრი, უფერული, 8-12X7-9 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. ითვლება საჭმელ სოკოდ.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები