ჩაგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:30, 15 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩაგა (ლათ.Inenotus obliquus (Fr.) Pil. F. sterilis (Van.) Nikol. რუს.Чага)
ნაყოფსხიული – ვითარდება ხნიერ ცოცხალ არყის ხეზე ამობურცული ამონაზარდის სახით გახევებული სხეული, რომლის ზედაპირიუსწორმასწოროდაა დახეთქილი, შავია, ადგილ-ადგილ მუქ-მურაა. გაჭრისას შიგნიდან მურაა, მოთეთრო ჩანართებით. სოკოს ნაყოფსხეული ვითარდება არყის ხის გახმობის შემდეგ ამობურცული სხეულის მოპირდაპირე მხარეს; ნაყოფსხეული ბრტყელია და ხანგრძლივად დაფარულია არყის ქერქით, ჯერ ღია მურაა, შემდეგ კი მუქდება.
იზრდება მხოლოდ ხნიერ არყის ხეებზე, მრავალწლიანია.
გამოყენება – ხალხურ მედიცინაში ჩაგას ექსტრაქტი გარკვეული ტექნოლოგიითა და დოზით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებითა და კიბოს წინააღმდეგ სამკურნალოდ.