ფრანგული ფანჯარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:33, 16 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
XVII საუკუნის ფრანგული ფანჯარა

ფრანგული ფანჯარა (ინგლ. french window)

თანამედროვე ფრანგული ფანჯარა

1. სამშენებლო დიზაინის თანამედროვე მიმდინარეობა – დიდი ზომის ფანჯრები (იატაკიდან ჭერამდე), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი სახლების, კოტეჯების, აგარაკებისა და მისთანტა პანორამული შემინვისათვის. ის ხშირად კარის ფუნქციასაც ითავსებს (სურ. 1. თანამედროვე ფრანგული ფანჯარა);

2. საგდულიანი ფანჯრის ტიპი, რომლის ფრთები სათავსის გარეთ იღება;

3. XVII საუკუნის ფრანგული არქიტექტურის დამახასიათებელი ელემენტი ძლიერ წაგრძელებული შვეული ღიობის სახით, დანაწევრებული შემინვით, თაღითა და გისოსებიანი პატარა ფრანგული აივნით ქვედა ნაწილში (სურ. 2. ).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები