ტყის ქამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:49, 16 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Chreliqama.PNG

ტყის ქამა (ლათ. Agaricus silvaticus Schaeff. Ex. Secr რუს. Шапиньон лесной)

ქუდი – 5-10 სმ დიამეტრისაა, ჯერ ზარისებრია, შემდეგ კი – ბრტყლად ამოზნექილი, შუაში ბორცვაკი ახასიათებს, ზედაპირი დაფარულია მურა ქერცლებით ან ბოჭკოებით, ღია მურაა, შუაში უფრო მუქია, ფირფიტები – ხშირი, ჯერ ვარდისფერი, შემდეგ – მურა შოკოლადისფერი და ბოლოს – თითქმის შავი.

ფეხი – 7-15 სმ სიგრძისა და 0,5-1,5 სმ სისქისაა, თეთრი ფერისა, ცილინდრული, ხშირად ძირში გაბერილია, ზედაპირზე ახასიათებს ყავისფერი, მეჩხრად განწყობილი ქერცლები, საყელო შიგნიდან თეორია.

რბილობი – თეთრია. გადატეხისას ჰაერზე ჯერ სწრაფად წითლდება, შემდეგ მურა ფერის ხდება.

სპორები – ელიფსისებრია, მურა-მეწამული, 6-8X3,5-4 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, ყველანაირ ტყეში, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. გამოიყენება საჭმელად ახალი.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები