ლურჯ-მწვანე სტროფარია
ლურჯ-მწვანე სტროფარია (ლათ. Stroparia aeruginosa (Cur: Fr.) Quel. რუს. Строфария сине-зелёная)
ქუდი – 8 სმ-მდე დიამეტრისაა, ფართო ზარისებრია, შემდეგ გაშლილი, კიდეებთან ახასიათებს ფიფქოვანი თეთრი ქერცლები, ზედაპირი ლორწოვან-წებოვანია, ჯერ მომწვანო-ცისფერია, შემდეგ ნაცრისფერი გადაჰკრავს. ფირფიტები შეზრდილია, ჯერ ქუდის ფერია, შემდეგ იისფერ-მურა, თეთრი კიდეებით.
ფეხი – 4-10 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, ცილინდრული, ზედაპირი დაფარულია ლორწოთი, ახასიათებს საყელო, ფეხის ზედაპირი სიეელოს ზემოთ სადაა, ქვემოთ – თეთრფიფქოვანი, ქუდის ფერია.
რბილობი – ქუდში მოთეთროა, ფეხში – მომწვანო-მოყვითალო.
სპორები – ოვალურ-ელიფსისებრია, მურა-იისფერი, 7-10X4-5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ტყეში და საძოვარზე ზაფხულ-შემოდგომით. კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება, იხმარება ახალი.