ლამაზფეხა აბლაბუდიანი სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:31, 17 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Lamazfexa.PNG

ლამაზფეხა აბლაბუდიანი სოკო (ლათ.Cortinarius calpchrous (fr) Fr. რუს. Паутинник красивоножковый)

ქუდი – 4-6 სმ დიამეტრისაა, ბრტყლად ამოზნექილი, სადა, ლორწოვანი ზედაპირით, ჯერ ლიმონისფერ-ყვითელია, შემდეგ კი – შუაში სარინჯისფერ-ყვითელი ან ჟანგისფერი; ზოგჯერ კიდეებთან მომწмანო ელფერი გადაჰკრავს.

ფეხი – 3-5 სმ სიგრძისა და 0,5-1 სმ სისქისაა, ძირში ბოლქვისებურია, მოთეთრო. ფირფიტები შეზრდილია; ჯერ იისფერია, ზოგჯერ ვარდისფერი ელფერით, შემდეგ – ბაცი ყავისფერი.

რბილობი – მოთეთროა, განსაკუთრებული გემოსა და სუნის გარეშე.

სპორები – ნუშისებრია, მეჭეჭებიანი ზედაპირით, მოყვითალო-ყავისფერია, 8-10X4,5-6 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან ტყეში შემოდგომით. საჭმელად არ გამოიყენება.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები