ლურჯფეხა აბლაბუდიანი სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:57, 17 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Lurjfexa.PNG

ლურჯფეხა აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius cyanopus Fr. რუს.Паутинник синеножковый)

ქუდი – 6-10 სმ დიამეტრისაა; ნახევარსფეროსებრია, შემდეგ კი – ბრტყლად ამობურცული, ცენტრში ბლაგვია, მურა-მონაცრისფროა მოწითალო ელფერით, შემდეგ კი – იისფერ-წითურ-ყავისფერი. ფირფიტები იისფერია ან ღია ცისფერ-ნაცრისფერი, შემდეგ ყავისფერდება.

ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, ძირში ბოლქვისებრია, ჯერ ლურჯია, შემდეგ – თეთრი, ფეხის ზედა ნაწილში ახასიათებს ლურჯი საყელო.

სპორები – ნუშის ფორმისაა, დაწინწკლული ზედაპირით, 9-14X5-7 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელი სოკოა.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები