დოლმენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დოლმენი - მიწისქვეშა ნაგებობა, საცხოვრისი ან სამარხი. არქეოლოგების აზრით დოლმენი ძირითადად ტომის ბელადის პრიმიტიულ საცხოვრებელს წარმოადგენდა. დოლმენები საქართველოში ძირითადად აღმოჩენილია აფხაზეთში: (აჭანდარაში, ეშერაში, ოთხარაში, ფსხუმში.) ყველა ეკუთვნის ძვ. წ.აღ. III-II ათასწლეულებს; თბილისში დოლმენი არის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.