კაკაბაძე ცირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 17 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაკაბაძე ცირა − (1928 − 2003), პოეტი. ბავშვობიდან წერდა ლექსებს. მისი არაერთი ლექსი ამღერებულია ქართველი კომპოზიტორების მიერ, მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა „სანთლები”.
- სანთლები
- მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული,
- ხატის წინ დამხობილს ცრემლი დამდენია;
- ახლა ეს ცრემლები სანთლად ანთებული
- სულ ყველა ხატის წინ ხედავ რამდენია?!
- ჩემი სანთლებია ასე მწუხარებით,
- ასე მოწიწებით ჩუმად რომ იწვიან,
- ჩუმად ლოცულობენ პატარა სანთლები,
- ჩუმად ლოცულობენ, ის კი არ იციან,
- რომ ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული,
- მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია
- და ყველა ხატის წინ ასე დანთებული
- შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია.
- ნეტავ შემისმინოს ღმერთმა ეს ვედრება
- და თუ შემისმენს და თუკი არ გამწირავს,
- რაც კი ქვეყანაზე წმინდა სანთლებია
- სულ ყველას დავანთებ შენდა შესაწირად!