კასრაძე ქართლოს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კასრაძე ქართლოს − (1926 − 2005), ქართველი მსახიობი მწერალი და პოეტი. 1952 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1944 წლიდან გამოდიოდა პროფესიულ ესტრადაზე, როგორც სალაპარაკო ჟანრის მსახიობი, კონფერანსიე (1957 წლიდან − საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრში — „რერო”, ა. გელოვანთან ერთად). ესტრადაზე მოღვაწეობის მანძილზე მონაწილეობა მიიღო ორი ათასამდე კონცერტში, კონცერტი მიჰყავდა 19 სხვადასხვა ენაზე ყოფილ სსრკ−ს ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

ავტორია წიგნების: „ტრიუმფით მსოფლიოს გზებზე” (1971) და „ტრიუმფი გრძელდება” (1980), „ფარნავაზი” (1986), „სოსელო” (მამასთან, დ. კასრაძესთან ერთად, 1988), ავტორია პოპულარული სიმღერების ტექსტებისა. იყო თბილისის განუმეორებელი კოლორიტი.


* * *
ლურჯი აპრილი შენს თავს მაგონებს
მე შენზე ფიქრი მკლავს,
მკლავს და მაღონებს.
ლურჯი აპრილი − ფოთოლთა მღერა,
მე შენზე ფიქრმა მომკლა და დამაბერა.
გავიდა და დრო და ჩვენ
ვერ შევხვდით ერთმანეთს,
რაც შენ მიმატოვე მე ვუმღერი ღამეს,
მოდი მოდი... ჩემთან მოდი...
გიხმობს, ვით ზღაპარი, ლურჯი ღამე.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები