ქვეყნისგულისებრი ბატარეა
ქვეყნისგულისებრი ბატარეა (ლათ. Batarrea phaloides Pers. რუს. Батарея веселковидная)
ნაყოფსხეული – დასაწყისში კვერცხისებრია, დაფარულია ერთმანეთთან გადახლართული თეთრი მიცელიუმით – გარეთა გარსით. მომწიფებისას კვერცხისებრი წარმონაქმნიდან ამიოზრდება ქუდი და ფეხი, გარეგნულად ქუდიან სოკოს ჰგავს.
ქუდი – ნახევარსფეროსებრია 3-10 სმ დიამეტრისა, თეთრი.
ფეხი – ცილინდრულია, ზემოთ და ქვემოთ რამდენადმე დაწვრილებულია. გახევებულია და ზედაპირი დაფარულია მჭიდრო წყობის მოყვითალო ან ყავისფერი წვრილი და გრძელი ქერცლებით, ყავისფერია.
სპორები – ყავისფერია, სფეროსებრი, წვრილმეჭეჭიანი ზედაპირით, 4-6 მკმ დიამეტრისა.
იზრდება თიხიან და ქვიშიან ნიადაგზე ველებში, ნახევარუდაბნოში ზაფხულ-შემოდგომით, მაგრამ სხვა ადგილებში მისი შეხვედრა გამორიცხული არ არის (ერთხელ ნაპოვნია ბორჯომის პლატოზე). საჭმელად უვარგისია.