გამჭვირვალე ფასადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამჭვირვალე ფასადი – ფასადის ორიარუსიანი მოდელი, რომელიც მოიცავს ქვედა ტექნიკურ მოდულს გათბობის, გაცივებისა და ვენტილაციის საინჟინრო დანადგარებით, და ზედა მოდულს – მთლიანად ან ნაწილობრივ გამჭვირვალეს გაღებისა და მზის სხივებისგან დაცვითი სისტემით. ხშირ შემთხვევებში ასეთი ფასადები აღჭურვილია ფოტოგალვანური ელემენტებით, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას.