საავტომობილო ტრანსპორტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას: მგზავრთა გადაყვანას, ტვირთების გადაზიდვას, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურების გაწევას, ტვირთების დაცვასა და სხვ. საავტომობილო ტრანსპორტი ამავე დროს ის ძირითადი საშუალებაა, რომელიც სხვა სახის ტრანსპორტთან კომბინაციაში გამოიყენება.