ტრაქტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
03:33, 21 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრაქტი (ლათ. tractus ადიდვა, გამოჭიმვა < traho მივათრევ) – შუა საუკუნეებში გაუმჯობესებული გრუნტის გზა, აგრეთვე დიდი, ფართო გზა, რომელიც აერთებდა მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებს. ტრაქტის საშუალებით ხდებოდა მგზავრების რეგულარული გადაყვანა, ტვირთისა და ფოსტის გადატანა. ბოლო შემთხვევაში ტრაქტს ეწოდებოდა საფოსტო ტრაქტი, შესაბამისად, გზებზე გაჩნდა საფოსტო სადგურები. ტრაქტის ინფრასტრუქტურის ელემენტებს შეადგენდა მუდმივი ეზოები (სამიკიტნოები), გზისპირა სასტუმროები სასაუზმეებით. ინტენსიურმა მოძრაობამ ტრაქტების გასწვრივ გამოიწვია დასახლებული და საცხოვრებელი პუნქტების გაჩენა, რამაც დასაბამი მისცა ახალი დიდი ქალაქების მშენებლობას. XIX საუკუნიდან, როცა დაიწყეს ტრაქტზე მყარი საფარვლის მოწყობა, სახელი შეეცვალა და დღემდე უწოდებენ გზატკეცილს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები