ზოლებიანი ტრიქოლომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 22 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზოლებიანი ტრიქოლომა (ლათ. Tricholoma virgatum (Fr.) Kumm. რუს. Рядовка заострённая)
ქუდი – 3-8 სმ დიამეტრისაა, ზარისებრი, შემდეგ ბრტყელი, ცენტრში ამობურცული, რადიალურად განწყობილი შავი ბოჭკოებით, ღია ნაცრისფერია, ცენტრში უფრო მუქი. ფირფიტები, თეთრი, კიდეები ზოგჯერ მოშავოა.
ფეხი – 6-9 სმ სიგრძისა და 0,5-1 სმ სისქისაა, მოთეთრო.
რბილობი – მონაცრისფრო–მოთეთროა, ცხარე.
სპორები – განიერელიფსისებრი, დაწინწკლული ზედაპირით, უფერული, 6-7X5-6 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ტყეში ზაფხულ–შემოდგომით.