ვარსკვლავსპორა ბოჭკოვანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:15, 22 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვარსკვლავსპორა ბოჭკოვანა (ლათ. Incobe asterorpora. Quel რუს.Волокница звёздоспоровая)
ქუდი – 7 სმ-მდე დიამეტრისაა, ზარისებრია, შემდეგ რამდენადმე გაშლილი, ბორცვაკითაა, ზედაპირი დაფარულია რადიალურად განწყობილი ბოჭკოებით, ჟანგისფერ-ყავისფერია ან მოყვითალო-ყავისფერი. ფირფიტები ნაცრისფერ-ყავისფერია.
ფეხი – 3,5-8 სმ სიგრძისა და 0,3-1,2 სმ სისქისაა, მოთეთრო, ჟანგმიწისფერი ან ჟანგისფერ-ყავისფერია, რბილობს არასასიამოვნო სუნი ახასიათებს.
სპორები – ვარსკვლავისებრი ფორმისაა, 9-12X6,8-10 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულ-შემოდგომით. ძალიან შხამიანია, მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.