ტრაქეიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:16, 31 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრაქეიტები — ეს დაავადება, როგორც წესი, ასოცირებულია ლარინგიტთან ან ბრონქიტთან. მისი ვირუსული ეტიოლოგია უფრო ხშირია, თუმცა არსებობს ბაქტერიული ან ალერგიული მიზეზებიც.

სიმპტომურად, ის გამოიხატება მშრალი, ხანდახან „მყეფავი“ ხველით და რეტროსტერნალური ტკივილით. მშრალი ხველა და მისი სიმპტომები ყველას გვქონია, ამიტომ კარგად ვიცით.

მკურნალობა უნდა დაინიშნოს ეტიოლოგიის მიხედვით. როდე- საც საქმე გვაქვს ვირუსულ ან ალერგიულ ტრაქეიტთან, მაშინ დამანოტიავებლები, როგორიცაა ინჰალაცია და სეკრეტოლი- ტიკები, ანტიალერგიულ მედიკამენტებთან ერთად, საკმარისია. რამდენიმე დღეში დაავადება თავისით ქრება.

როდესაც დაავადების მიზეზი შესაძლოა იყოს სინუსების ან ბრონქების ინფექცია, მაშინ საქმეში უნდა ჩავრთოთ ანტიბიოტი- კოთერაპია და ყველა საშუალება (თუნდაც ოპერაციული ჩარევა სინუსებზე) უნდა გამოვიყენოთ პირველადი კერის მოსასპობად.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები