მესხი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით მესხი

მესხი დავით — (1860 – 1943), ქართველი მთარგმნელი, ჟურნალისტი, დრამატურგი. დაიბადა ქუთაისში. 1880 წლიდან მუშაობდა თბილისში, გაზეთ „დროების” რედაქციაში; 1908 წელს რედაქტორობდა გაზეთ „შრომას”, თანამშრომლობდა სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 1879 წლიდან დაუკავშირდა ქართულ თეატრს, რომლის სცენაზეც დაიდგა მის მიერ გადმოკეთებული პიესები. იგი იყო აგრეთვე მსახიობი, თეატრის დეკორატორი და რეკვიზიტორი. 1935 წელს ჟურნალ `მნათობში~ დაიბეჭდა მისი „მოგონებანი”. გამოცემული აქვს კრებულები: „გასართობი იმერული სცენები პროზად და ლექსად” (1900), „იმერული სცენები” (1902).


* * *
(ეძღვნება მსახიობ კოტე მესხს)
მოგილოცავ დღესასწაულს,
შენს იუბილეს, ძმაო კოტე!..
მარჯვე დრო გაქვს, ჩვენი ქვეყნის
მდიდრებს თუ რამ ჩამოკოტე.
ოცდაათ წელს იმარხულე,
ხვალზეგ „ჩაუანტრიკოტე“.
მაგრამ მერე რაღას შვრები,
შენ, ქართველი მსახიობი,
როცა წელში მოიხრები,
როცა მოგედება ობი?
ვაჰ, თუ მაშინ შეგვეხარბოს
მემწვანილის პრასის გობი!
სულ ხომ ასე არ იქნები: —
ვეღარ დასძლევ ბონაპარტეს,
მრისხანეთ ვერ გადმოხედავ
ლოჟას, ქანდარას და პარტერს,
ვერც ჭირვეულს მოარჯულებ,
ვეღარც დასძლევ ნერონს, ბაზანს!
ო, რა ბევრი დააკლდება
შენს ღარიბ დახლს და შენს ბაზარს!..
მაგრამ ხალხის დაბალი წრე
არ ივიწყებს აქტორთ შრომას...
თუ მდიდრებმა არ მოგხედონ,
არ მიეცე გულის წყრომას.
მართალია, შენ ეს ხალხი
ვერ მოგიტანს ლოჟის ფასებს,
ხოლო გწამდეს − იგი შენს ღვაწლს
ღირსეულად დააფასებს.
ყოველ სიმდიდრეს გერჩიოს
ხალხის ძახილი ვაშისა; —
რომელს ჩვენს აქტორს ჰქონია
ყოფა მდიდარის ფაშისა?!.
არა უშავს!.. ხან გამოძეხ,
ხანდახანაც იმარხულე,
სანამ მკერდში გული გიძგერს,
სცენას ემოჭირნახულე!...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები